კონფერენცია „კულტურის კვლევის მეთოდები“
4 მაისი, 2016
4 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ერთობლივი კონფერენცია „კულტურის კვლევის მეთოდები“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: თინათინ ბოლქვაძე, ქეთევან ხუციშვილი, ნინო ჩიქოვანი და ირმა რატიანი. მათი მოხსენებები შეეხებოდა კულტურის კველევის ლინგვისტურ, ლიტერატურათმცოდნეობით, ანთროპოლოგიურ და ისტორიულ პრობლემებს. კონფერენციას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები. დიდი ინტერესი გამოიწვია განსხვავებული ლიტერატურული ჟანრების, ეთნოლოგიური და ლინგვისტური მასალების მოძიებისა და ანალიზის, აგრეთვე მეხსიერებისა და იდენტობის საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის მიერ ისტორიულად და დღეს შემუშავებული მეთოდების განხილვამ. თსუში ამ თემატიკის კონფერენციები კვლავ ჩატარდება.




