ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გეოლოგიური კვლევების 175 წლისთავი

გეოლოგიური კვლევების 175 წლისთავი
26 აპრილი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გეოლოგიური კვლევების დაწყებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი,  ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის თქმით, ,,გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია იმისათვის,  რომ გეოლოგია, როგორც დარგი განვითარდეს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის რომ ჩვენს ღვაწლმოსილ პროფესიონალებს გადავუხადოთ მადლობა და ახალგაზრდა თაობას ვუთხრათ, რომ მათ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ელოდებათ სამომავლოდ’’.

,,შემთხვევითი არ არის რომ ჩვენი უნივერსიტეტი ამ ღონისძიებას მასპინძლობს და ამ ღონისძიების თანამონაწილეა,  რადგან გეოლოგია იმ მეცნიერებათა დარგს მიეკუთვნება რომელსაც საფუძველი ამ უნივერსიტეტში ჩაეყარა. უნივერსიტეტში დღესაც არიან ძალიან ცნობილი, გამოჩენილი, თავიანთი საქმის კარგი სპეციელისტი გეოლოგები, მეცნიერები და პედაგოგეგები, რომლებიც ახალგაზრდა თაობის მომზადებას ემსახურებიან. ჩვენ მზად ვართ  ყველანაირად ხელი შევუწყოთ მათ საქმიანობას’’, განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.

ღონისძიებაზე ქართველი გეოლოგების საველე კვლევების ამსახველი მასალები, მინერალოგიური და პალონტოლოგიური ნიმუშები წარადგინეს. შეხვედრის ბოლოს გარემოს დაცვის მინისტრმა გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სხვა სტატიები »