ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

აკადემიური საბჭოს განცხადება

აკადემიური საბჭოს განცხადება
20 აპრილი, 2016
ბოლო დღეებში გავრცელდა არაერთი განცხადება ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მხრიდან სტუდენტებზე, სტუდენტური მოძრაობის „აუდიტორია 115“ წევრებზე ზეწოლის შესახებ. სტუდენტების განცხადებით, მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლამ და მუქარამ პერმანენეტული ხასიათი მიიღო და ძალოვანების მხრიდან ძირითადი მოთხოვნა სტუდენტური აქტივობის შეჩერებაა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო გმობს ნებისმიერი სახის ზეწოლას სტუდენტებზე და მიაჩნია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ამასთან, აკადემიური საბჭო მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას და სახალხო დამცველს შეისწავლონ და დაუყონებლივი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე.
სხვა სტატიები »