თსუ სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე
19 აპრილი, 2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულების მაგისტრატურის 1-ლი კურსის სტუდენტი
მარიამ ხუროშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტი
გიორგი ხიდეშელი სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტურ-აკადემიური კონფერენციაში
„ევროპა 2016. დეკონსტრუქციის კრიზისი: ცოდნის ახალი ფორმების ძიება, იდენტიფიკაცია, სოლიდარობა“ მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მოხსენებებს წარადგენენ.
კონფერენცია გაიმართება 6-8 მაისს, ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, ვილნიუსში (ლიტვა ).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარიამს და გიორგის წარმატებებს უსურვებს.
კონფერენცია გაიმართება 6-8 მაისს, ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, ვილნიუსში (ლიტვა ).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარიამს და გიორგის წარმატებებს უსურვებს.




