ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი აღდგა

თსუ პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი აღდგა
17 მარტი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით აღდგა და იგი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ თავად მოინახულა რამდენიმე აუდიტორია და აღნიშნა, რომ  გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენის პროცესს უზრუნველყოფენ ფაკულტეტები.

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს სტუდენტებს, რომ კიდევ ერთხელ გამოიჩინეს დიდი სიყვარული და პატივისცემა უნივერსიტეტის მიმართ და ხელი არ შეუშალეს პირველ კორპუსში სასწავლო პროცესის აღდგენას. მადლობა მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს, რომელთაც ჩვენთან ერთად გადაიტანეს ეს მძიმე დღეები და საზოგადოებას მიაწოდეს ობიექტური ინფორმაცია უნივერსიტეტში განვითრებულ მოვლენებზე. განსაკუთრებული მადლობა პოლიციას, რომელმაც ძალიან გამართულად იმუშავა, სწორედ ისე, როგორც ეკადრება უნივერსიტეტს. დიდი მადლობა სრულიად საზოგადოებას, რომელიც მძაფრი ინტერესითა და გულისტკივილით გვადევნებდა თვალყურს და გვერდში დაუდგა უნივერსიტეტს,“- განაცხადა თსუ რექტორმა.

მისი თქმით, დიალოგი არის რთული ვითარებიდან გამოსვლის ყველაზე კარგი გზა და სასიხარულოა, რომ სტუდენტების ორივე ნაწილმა სწორედ ეს გზა აირჩია.

სხვა სტატიები »