ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის განცხადება

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის განცხადება
17 მარტი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები მომავალ სამოქმედო გეგმაზე განცხადებას 17 მარტს გააკეთებენ. თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის განცხადებით, თსუ პირველი კორპუსი როგორც თვითმმართველობის, ასევე „აუდიტორია 115-ის“ წევრებმა დატოვეს, „სასწავლო პროცესის ხელის შეშლას არავინ აპირებს. ის რომ პირველ კორპუსში პოლიცია უკვე არ დგას, დიდი მიღწევაა. თუმცა, არც ბრძოლას ვაჩერებთ. შევთანხმდებით ფორმატზე და ოფიციალურ განცხადებას ხვალ გავაკეთებთ. თვითმმართველობა და „აუდიტორია 115-ის“ წევრებს ხვალ შევეხმიანებით ერთმანეთს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან, გამოიკვეთა ინტერესთა თანხვედრა. კონკრეტულ საკითხებზე საჭიროა მსჯელობა. დიალოგი, შესაძლოა იყოს მწვავე, თუმცა, დიალოგი შედგება. სტუდენტები ყველანი ერთად დავსხდებით, დავილაპარაკებთ და საერთო განცხადებას გავაკეთებთ,“- განაცხადა შალვა საბაურმა.

სხვა სტატიები »