"პეტრე მელიქიშვილი – უნივერსიტეტის პირველი რექტორი"
21 ივლისი, 2015
21 ივლისს გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის” რედაქციის მიერ მომზადებული სერიის – “პუბლიცისტური ნარკვევების” მეორე წიგნი – “პეტრე მელიქიშვილი – უნივერსიტეტის პირველი რექტორი” , რომელიც მისი დაბადებიდან 165–ე წლისთავს მიეძღვნა. წიგნში საუბარია ერთ–ერთი ქართველი განმანათლებლის – პეტრე მელიქიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, მოძიებულია საარქივო მასალები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორი ზნეობრივი მაგალითის მიმცემი იყო სტუდენტებისა და კოლეგებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი, იმ პრიოდში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი მეცნიერი, ქიმიკოსი პეტრე მელიქიშვილი.
იგი იყო მეცნიერი და მოღვაწე, რომელსაც თანამედროვეობა უნდა უმადლოდეს ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის სრულყოფას, საქართველოში ქიმიის და აგროქიმიის მეცნიერების განვითარებას, ქიმიის მეცნიერული ტერმინოლოგის გადმოქართულებას და, რაც მთავარია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების პირველივე წელს მყარი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნას.მისი დამსახურებაა ისიც, რომ გასული საუკუნის პირველ ნახევარში არა ერთი ქართველი ქალი დაადგა მეცნიერების გზას.
“პეტრე მელიქიშვილის მოღვაწეობა თავისი პროგრესულობით დღესაც ინტერესს იწვევს. ამ პატარა კრებულში სწორედ ის აქცენტებია დასმული, რომლითაც ნათელი გახდება – ვინ ედგა ქართველ ინტელექტუალებს სათავეში და რა იყო იმ სიძლიერის საფუძველი, რომლითაც აგერ უკვე საუკუნეა დგას თბილისის უნივერსიტეტი, როგორც ნიშანსვეტი ქართული გენიისა,” – ნათქვამია კრებულის წინასიტყვაობაში.
კრებულის შემდგენელია გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის” მთავარი სპეციალისტი მაია ტორაძე (რედაქტორი ნინო კაკულია).
კრებულის პირველი წიგნი – “კაცი, რომელმაც საქართველოს გონი შეცვალა” – მიეძღვნა უნივერსიტეტის დამფუძნებელს – ივანე ჯავახიშვილს.