ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

0 , 0000
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეხუთე წელია განათლების ფორუმზე საგამოფენო სტენდის საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში იმარჯვებს, გასული წლის მსგავსად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯილდოვდა სერტიფიკატით საგამოფენო სტენდის საუკეთესო დიზაინისთვის.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო  განათლების საერთაშორისო გამოფენაში. განათლების მეხუთე საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 27-28 თებერვალს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა.

გამოფენაზე თსუ ორიგინალური სტენდით წარსდგა. გამოფენის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია თსუ ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გაცვლითი პროგრამების შესახებ. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებით - თსუ-ს ბრენდირებული ატრიბუტიკით.

კავკასიაში პირველი - თბილისის უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა. ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერია დღესაც - თავისი მასშტაბითა და სწავლების ხარისხით: უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის და იურიდიული ფაკულტეტები, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა) 20 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს; თსუ-ს შემადგენლობაშია 16 სამეცნიერო ინსტიტუტი, ასევე ფაკულტეტებზე არსებობს  სხვადასხვა მიმართულების კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები; თსუ-ს აქვს უნიკალური ფონდების მქონე ბიბლიოთეკა და მუზეუმი.  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პროფესიული და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა  მოქმედებს.

სხვა სტატიები »