ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ში საუნივერსიტეტო მაღაზია გაიხსნა

0 , 0000
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო მაღაზია გაიხსნა. მაღაზიის გახსნას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტში აუცილებლად უნდა იყოს წიგნის მაღაზია, სადაც გაიყიდება სახელმძღვანელოები, სხვა საჭირო ლიტერატურა, საუნივერსიტეტო ატრიბუტიკა. კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების გამო, აქამდე გაჭიანურდა უნივერსიტეტში მაღაზიის ფუნქციონირება. ვულოცავ, მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას მაღაზიის გახსნას.“

„გვიხარია, რომ თსუ-ში გავხსენით წიგნების მაღაზია, სადაც საუნივერსიტეტო სუვენირებიც გაიყიდება. ვისურვებდით, რომ მაღაზია გახდეს ის ადგილი, რომელსაც სტუდენტები შეიყვარებენ. მაღაზიაში სპეციალური შეთავაზება გვექნება სტუდენტებისთვის. ამასთან, გაიყიდება სპორტული და სხვა სასაჩუქრე ატრიბუტიკა. რაც მთავარია, გავითვალისწინებთ სტუდენტების მოთხოვნებს,“- აღნიშნა მაღაზიის დირექტორმა,„ ქართული რაგბის“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი ფაღავამ.

„როგორც რიგით სტუდენტს ძალიან მიხარია საუნივერსიტეტო მაღაზიის გახსნა, რადგან ადგილზე შემეძლება წიგნების ყიდვა და  საუნივერსიტეტო სუვენირების შეძენა,“- განაცხადა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ლიკა აბრალავამ.

თსუ პირველ კორპუსში განთავსებულ მაღაზიაში  თსუ-ს და სხვა გამომცემლობების წიგნები, აგრეთვე, საუნივერსიტეტო ატრიბუტიკა გაიყიდება.  უახლოეს მომავალში დაგეგმილია მაღაზიის გახსნა თსუ მეათე (მაღლივ) კორპუსში.
სხვა სტატიები »