ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

შეხვედრა ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელ ლაბორატორიაში

13 ნოემბერი, 2013
13 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელი ლაბორატორიის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი თემურ ბერიძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი, თსუ-ს მოწვეული პროფესორი დავით ჩიკვაიძე, ისრაელის მოქალაქე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი იულია ჯანაშვილი მონაწილეობდნენ.

ცენტრის დირექტორმა გიორგი შიხაშვილმა ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელი ლაბორატორიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა და სდუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევითი პროექტის  - “ისრაელის ეკონომიკა და საქართველო“  გეგმის მონახაზი წარმოადგინა.

თემურ ბერიძემ და დავით ჩიკვაიძემ ყურადღება ამ თემის გარშემო სტუდენტური ცენტრის მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.  როგორც მათ აღნიშნეს, მსგავსი პროექტების გახორციელება ხელს შუწყობს სტუდენტთა კვლევითი საქმიანობის გააქტიურებას და საკუთარ წვლილს შეიტანს ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელი ლაბორატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-სთან 2003 წლიდან მოქმედებს.

სხვა სტატიები »