ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მრგველი მაგიდა-დისკუსია „საქართველო და გერმანია სამომავლო ეკონომიკური რისკები და პერსპექტივები“

13 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია „საქართველო და გერმანია სამომავლო ეკონომიკური რისკები და პერსპექტივები“.

დისკუსიას კომპანია „Robert Bosch“- ის რუსეთის და ამიერკავკასიის წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი  გერჰარდ პფაიფერი ესწრებოდა. "სტუდენტებთან აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე ვისაუბრე და იმედი მაქვს  ეს შეხვედრა პროდუქტიული იქნება მათთვის. ეს დისკუსია ორმხრივი სარგებლის მომტანი იქნება როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის. მე მივიღე ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ახალგაზრდებისგან, მომავალი თაობისგან. კომპანია  „Robert Bosch“ ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა მსოფლიოში, მას 125 წლიანი ისტორია აქვს და იმედი მაქვს, ასეთი ტრადიციული კომპანიის ღირებულებების და გამოცდილების გაზიარება  სტუდენტებისთვისაც სასარგებლოა",- განაცხადა  გერჰარდ პფაიფერმა.

კომპანია „Robert Bosch“ -ის წარმომადგენლებთან ერთად, დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე,  ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.



სხვა სტატიები »