ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ვგმობ ოკუპაციას“ - სტუდენტთა საპროტესტო აქცია თსუ-ში

9 ოქტომბერი, 2013
9 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ თვითმმართველობის ორგანიზებით რუსეთის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.  სტუდენტებმა  ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ვითარება გააპროტესტეს - უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საქართველოს რუკის კონტურზე სახელმწიფო ჰიმნის ფონზე ცოცხალი ჯაჭვი  შეკრეს და ხელი მოაწერეს საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართვას „ვგმობ ოკუპაციას“.
„თსუ სტუდენტობა ვუერთდებით იმ 13 უნივერსიტეტს, რომელიც მშვიდობიანი აქციით აპროტესტებს მცოცავ ოკუპაციას და ყველა სტუდენტს მოვუწოდებთ გააქტიურდნენ და გააპროტესტონ რუსეთის ძალადობრივი ქმედება“,  - განაცხადა თსუ თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სოფო ჩიტაძემ.

სხვა სტატიები »