ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ლიტვის სეიმის წევრის ბენედიკტას იოტკასის ვიზიტი თსუ-ში

8 ოქტომბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვილნიუსის უნივერსიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და  გაცვლითი პროგრამების შესახებ ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და  ლიტვის სეიმის წევრმა  ბენედიკტას იოტკასმა  8 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე.

ლიტველი დეპუტატი წლების განმავლობაში ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორი იყო. სწორედ მისი რექტორობის პერიოდში ამოქმედდა გაცვლითი პროგრამები თსუ-სა და ვილნიუსის უნივერსიტეტს შორის.

„12 წლის განმავლობაში ვიყავი ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორი. დაახლოებით 10 წლის წინ ვილნიუსის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ამ  უნივერსიტეტში მოსვლა და თსუ-ს ახალ რექტორთან შეხვედრა. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და ვიმედოვნებ, ვილნიუსის უნივერსიტეტი და თსუ  სამომავლოდაც ითანამშრომლებენ“,
- განაცხადა ლიტვის სეიმის წევრმა ბენედიკტას იოტკასმა.

შეხვედრას ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხათუნა სალუქვაძეც ესწრებოდა.

სხვა სტატიები »