ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პრაქტიკული სასწავლო კურსი საავტორო სამართალში

30 სექტემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის 30 სექტემბერს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად  იურიდიული ფაკულტეტის 2013 წლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება საავტორო სამართალში პრაქტიკული სასწავლო კურსი (კლინიკა).

კლინიკაში მონაწილე სტუდენტებს საშუალება მიეცემათ აქტიურად ჩაერთონ ასოციაციის საქმიანობაში, მოამზადონ სამართლებრივი დოკუმენტაცია, შეისწავლონ საავტორო უფლებით მოსარგებლეებთან ურთიერთობის სპეციფიკა. კლინიკის ფარგლებში შეთავაზებული კურსით სტუდენტები შეძლებენ გაიღრმავონ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა საავტორო სამართალში. გაეცნონ როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას და პრაქტიკას ამ სფეროში.

მემორანდუმს ხელი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ და იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა მოაწერეს.

სხვა სტატიები »