ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრა საკორპორაციო სამართლის საკითხებზე

25 აპრილი, 2013
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა თემაზე “საკორპორაციო სამართლის პრობლემური საკითხები სასამართლო პრაქტიკის მიხედვით”
შეხვედრას ესწრებოდნენ: საერთაშირისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატები, პრაქტიკოსი იურისტები და მოსამართლეები. შეხვედრას დაესწრო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც.
კუბლაშვილის განცხადებით, ის მომხრეა მსგავსი შეხვედრების, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება გამოთქვას საკუთარი აზრი:
“დღეს გვაქვს სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე არსებული პრაქტიკის განხილვა. ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც შეხება აქვს სასამართლოსთან და სასამართლო პრაქტიკასთან, ესენი არიან ადვოკატები, კომერციული ბანკების წარმომადგენლები, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, პროფესორები და არასამთავრობოები. დღეს გვექნება განხილვა საკითხებისა, რომელიც ძალიან აქტუალურია სწორედ კომერციული ბანკებისათვის და ვნახოთ. ჩვენი მხრიდან ვართ ღია, გახსნილი, რომ ასეთი შეხვედრები შედგეს და ყველას მივცეთ საშუალება გამოთქვას თავისი მოსაზრება სასამართლო პრაქტიკის შესახებ. ჩვენი მხრივ მათ შევთავაზებთ იმ დასაბუთებებს, იმ არგუმენტაციას, რაც ახლავს ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა კუბლაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ირაკლი ბურდულის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები თეორიისა და პრაქტიკის შეჯერებას უწყობს ხელს:
“ეს არის მორიგი შეხვედრა სასამართლოს თანამშრომლობის ჯგუფის ფარგლებში, რომლის ინიციატორი იყო უზენაესი სასამართლო. ეს არის რიგი შეხვედრების სერიისა და ეხება არა მხოლოდ სამოქალაქო სამართლის საკითხებს, არამედ სისხლის და ადმინისტრაციულ სამართლებრივ საკითხებს. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება საკორპორაციო სამეწარმეო დავების განხილვის სპეციფიკას სასამართლოებში. ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს თეორიისა და პრაქტიკის შეჯერებას ამ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი ბურდულმა.

"ნეტგაზეთი"
სხვა სტატიები »