ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

"ლიბერალი" - ქალაქს სჭირდება გაზგასამართი სადგური, მაგრამ არა თსუ-ს გვერდით

23 ოქტომბერი, 2014
„ქალაქს სჭირდება გაზგასამართი სადგურიც, სასაფლაოც, სახინკლეც, მაგრამ არა უნივერსიტეტის გვერდით“, - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ლადო პაპავა ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტისგან პოლიტიკურ მხარდაჭერას მოითხოვს.
„როგორც ეკონომისტი, სწორედ ბიზნესის განვითარებისკენ ვარ მოწოდებული, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს უნივერსიტეტის ხარჯზე, მით უფრო, როდესაც საუბარია ისეთ ბიზნესზე, რაც უნივერსიტეტისთვის შეუფერებელია“, - აღნიშნავს ლადო პაპავა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც თსუ-ს რექტორს პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება, ამავე ტერიტორიაზე სასაფლაოს გაფართოების პრობლემაა. როგორც ლადო პაპავამ პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ტერიტორია, სადაც გაზგასამართი სადგური შენდება, თსუ-ს არ ეკუთვნის და მასთან სამართლებრივ დავაში ვერ შევა.

"ლიბერალი"
21.10.2014
სხვა სტატიები »