ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

"ვერსია" - "განსაკუთრებული დამსახურების მქონე უმაღლესი სასწავლებლების ყოფილ თანამშრომლებს შესაძლოა ანაზღაურება დაენიშნოთ"

23 ოქტომბერი, 2014
"უმაღლესი სასწავლებლების ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც წლების მანძილზე აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობები ეკავათ და განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით დაწესებულების წინაშე, ანაზღაურება დაენიშნებათ. ანაზღაურების წესს და პირობებს უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური საბჭო დაადგენს. შესაბამისი ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შედის, რომელის ავტორი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტია და პარლამენტში ინიცირებულია განათლების კომიტეტის მიერ. კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, დაწესებულების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილ თანამშრომელთათვის ანაზღაურება გასცეს. ინიციატივას საპარლამენტო კომიტეტის წევრებს თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა აცნობს. უმაღლესი განათლების შესახებ კანონი ითვალისწინებს ფულადი ანაზღაურების გაცემის შესაძლებობას უმაღლესი სასწავლებლის იმ ყოფილი პროფესორებისათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ ემერიტუსის წოდება".

გაზეთი "ვერსია"
23.10.2014
სხვა სტატიები »