ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „რუსთაველი 850“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ღონისძიებებები „რუსთაველი 850“ გაიმართა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ფონდი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობას სამეცნიერო აქტივობაში. ამ კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა მოიპოვეს გრანტი და დღეს ტარდება კონფერენცია „რუსთაველი და მისი ეპოქა. „ძალიან საინტერესო მოხსენებებია მომზადებული და იმედია, რომ კარგად გაართმევენ ჩვენი სტუდენტები თავს იმ ამოცანებს, რომელიც დასახული აქვთ“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„საკმაოდ რთული კონკურსი იყო, თუმცა იმ სტუდენტური პროექტებიდან, რომლებმაც გაიმარჯვა ერთ-ერთი პროექტი იყო ჩვენი. ჩვენი პროექტი ეხება რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ღონოსძიებები, მათ შორის, ცნობილი მხატვრების და ჩვენი სტუდენტების ნახატების გამოფენა. პროექტში გვინდოდა სკოლის მოსწავლეების ჩართვაც. ამიტომ, სხვადასხვა სკოლებიდან მოწვეული გვყავს ბავშვები, რომლებიც ვიქტორინაში  მიიღებენ მონაწილეობას“,-განაცხადა თსუ სტუდენტმა ანა ჯავახიშვილმა.

თსუ ასოცირებული პროფესორის ლელა ხაჩიძის ინფორმაციით, რუსთაველისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  სტუდენტური გრანტის „რუსთაველი 850“ ფარგლებში ტარდება. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რამდენადაც რეალური მხარდაჭერაა სტუდენტებისათვის. ვფიქრობთ, ყველა ეს ღონისძიება გაზრდის რუსთაველის პოემისადმი ინტერესს“-აღნიშნა ლელა ხაჩიძემ.

ღონისძიებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება