ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ-ს გუნდმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვა. ეროვნული შეჯიბრის ფინალური რაუნდი მიმდინარე წლის 2-4 ივნისს ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის გუნდები მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს თსუ-სა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელშიც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების, სალომე შუბლაძის, ანა ცქიფურიშვილის და ხატიჯე აიქალისაგან შემდგარმა გუნდმა გაიმარჯვა.

კონკურსის დროს მონაწილეებმა სხვადასხვა როლური თამაში შეასრულეს, რომლის ფარგლებშიც მათ ევალებოდათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თეორიული ცოდნის გამოვლენა და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დემონსტრირება.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრს ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით. შეჯიბრში ათობით გუნდი იღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ხოლო ფინალურ რაუნდში ექვსი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს.


სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება