ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

საჯარო ლექცია „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე - მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე - მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების სტუმრებს პროფესორი გაგა გაბრიჩიძე  და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში თამარ ხუნწარია მიესალმა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, სტუდენტებთან გამართული შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს ევროპასთან დაახლოება და ასოცირების ხელშეკრულება; ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებები, რომელიც საქართველოს გააჩნია; სხვადასხვა სივრცეების, მათ შორის უმაღლესი განათლების სივრცის სინქრონიზაცია. "ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული, რომელიც დღეს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და კრიტიკული დისკუსიის საგანს წარმოადგენს ",-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

"პროექტი ევროკავშირის Erasmus + პროგრამის, ჟან მონეს პროექტის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების და სტუდენტების ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ. ამ შეხვედრებს ვიწყებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და გაგრძელდება სხვა უნივერსიტეტებშიც",-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა.

საჯარო ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება