ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა

თსუ მაგისტრატურის სტუდენტთა წარმატება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტები ტრადიციულად უპირობო ლიდერები არიან სხვადასხვა კონკურსებში. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის შედეგად გამარჯვებული 30 პროექტიდან 15 პროექტის ავტორი (გამარჯვებული პროექტების 50%) თსუ მაგისტრატურის სტუდენტები არიან.

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების კონკურსში საგრანტო პროექტები წარდგენილი იყო ყველა, სპეციალური კლასიფიკატორით გაწერილ სამეცნიერო მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდა, კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. პროექტები დასრულდება მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

გამარჯვებულ ახალგაზრდა მკვლევრებს დაენიშნებათ სტიპენდია (1200 ლარამდე), დაუფინანსდებათ სამაგისტრო კვლევისთვის საჭირო ხარჯები, მათ შორის: ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენის და მომსახურების ხარჯები; საველე სამუშაოებისა და ექსპედიციის ხარჯები; პროფესიული ლიტერატურის შეძენის ხარჯები; სამეცნიერო ღონისძიებასა (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა) და/ან კვლევითი ვიზიტისათვის საჭირო ხარჯები; პროფესიული ასოციაციის წევრობის ხარჯები; კვლევისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯი.



სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება