ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

მაასტრიხტის უნივერსიტეტის მიერ მოვლინებული პროფესორის საინტერესო ლექცია მიგრაციის პრობლემების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე

2018 წლის 26 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა მაასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორის რონალდ სკელდონის საჯარო ლექცია თემაზე: „ზოგადი მიგრაციული ტენდენციები ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით“.

ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები, ასევე, უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიგრაციის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, გახსნა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა პროფ. ლევან ალექსიძემ. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, პროფ. ლევან ალექსიძემ მიგრაციის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ფარგლებში პროფ. ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევებისა და აკადემიური აქტივობების მრავალწლიანი ტრაციის შესახებ ისაუბრა.

პროფ. რონალდ სკელდონმა, საჯარო ლექციის ფარგლებში, მისი დიდი გამოცდილების გათვალისწინებით და სტატისტიკური მონაცემების განზოგადების საშუალებით, ისაუბრა ზოგად მიგრაციულ ტენდენციებზე მსოფლიოს მასშტაბით. ლექციის შემდგომ, სტუდენტების მონაწილეობით, გაიმართა აქტიური დისკუსია, მათ შორის საქართველოსათვის საკითხის აქტუალურობასთან დაკავშირებით.

ღონისძება მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

 
სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება