ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

საქართველოს სტუდენტთა გაერთიანება ევროპელ სტუდენტთა გაერთიანების კანდიდატი წევრი გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით საქართველოს სტუდენტთა გაერთიანება ევროპელ სტუდენტთა გაერთიანების კანდიდატი წევრი გახდა.
ESU-ს მმართველი საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც ბულგარეთში ქ. სოფიაში გაიმართა,  საქართველოს ეროვნული სტუდენტური ორგანიზაციის (სოა) წევრ კანდიდატად არჩევას ევროპის ყველა სახელმწიფოს ეროვნულმა გაერთიანებამ მხარი ერთხმად დაუჭირა.  ღონისძიებას საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა გაერთიანების (სოა) სახელით თსუ-ის სტუდენტი არჩილ ჯავახიშვილი და საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა თიკანაშვილი ესწრებოდნენ.
ევროპულ გაერთიანებაში საქართველოს სტუდენტთა გაერთიანების გაწევრიანების მიზნით  თსუს სტუდენტური თვითმმართველობა 2018 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ESU-ს მიწვევით, თსუ სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლები გაერთიანების არაერთ ღონისძიებაში უკვე იყვნენ ჩართული.
ევროპელ სტუდენტთა გაერთიანების სრულ წევრობას საქართველოს ეროვნული სტუდენტური ორგანიზაცია 2019 წლის შემოდგომისთვის გეგმავს. 
ევროპელ სტუდენტთა გაერთიანება (ESU) სტუდენტთა 45 ეროვნულ გაერთიანებას მოიცავს და 1982 წლიდან იცავს სტუდენტთა საგანმანათლებლო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ინტერესებს ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭო და იუნესკო. მთლიანობაში, ევროპული სტუდენტების გაერთიანება 20 მილიონზე მეტ სტუდენტს აერთიანებს.

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება