ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ სტუდენტთა გამარჯვება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდმა გაიმარჯვა ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში, რომელიც საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა. 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში არიან გიორგი ალავერდაშვილი (მაგისტრატურის პირველი სემესტრი), გულიკო მაჭარაშვილი (ბაკალავრიატის მე-7 სემესტრი), თამარ ონიანი (ბაკალავრიატის მე-7 სემესტრი) და ნიკა პირველაშვილი (მაგისტრატურის პირველი სემესტრი) საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტების/სამართლის სკოლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს მოუგო. 

იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ადამიანის უფლებათა სამართალში თავისუფალ უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) ერთობლივი პროექტია და ყოველწლიურად ტარდება. 

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება