ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტები - საერთაშორისო კინოფესტივალის - “DIOGENE” 2020-ის გამარჯვებულები

თსუ სტუდენტები - საერთაშორისო კინოფესტივალის - “DIOGENE” 2020-ის გამარჯვებულები
5 აგვისტო, 2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტები, მერცი რთველაძე და მაკა დვალიშვილი, საქართველოს  კინოაკადემიისა და კულტურის პალატის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კინოფესტივალის - “ DIOGENE” 2020-ის გამარჯვებულები გახდნენ.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალი “ DIOGENE” სლოგანით - „დარჩი სახლში და გადაიღე კინო“, წელს პირველად გაიმართა  და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან 127 ფილმი იყო მონაწილეობდა. ფესტივალის კონკურსში წარმოდგენილი იყო, როგორც წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების და კინოსკოლების, ისე სხვადასხვა ასაკის კინომოყვარულთა ნამუშევრები.
საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ გამოჩენილი ქართველი და უცხოელი ექსპერტები,  თავმჯდომარე  კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, თსუ-ს სტუდენტების ნამუშევრები კონკურსის ფავორიტებს შორის დაასახელა.
მერცი რთველაძის ნამუშევარი, „როცა მარკერი დამთავრდება“ ფესტივალის 6 საუკეთესო ფილმში მოხვდა და ერთ-ერთი მთავარი ჯილდო,  სპეციალური პრიზი „შემოქმედებითი გამომგონებლობისა და მხატვრული საშუალებების ლაკონიურობისთვის“,  მიენიჭა.
მაკა დვალიშვილის ფილმი „უხილავი გისოსები“ ჟიურის სპეციალური დიპლომით აღინიშნა და ტელეკომპანია „იმედი“-ს რჩეული გახდა. 
ორივე ნამუშევარი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების სასწავლო კურსის - „თანამედროვე ტელედოკუმენტალისტიკა“; პრაქტიკუმი (ხელმძღვანელი ნათია რაჭველიშვილი), ფარგლებში შეიქმნა


სხვა სტატიები »