ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

საქართველოს ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესებზე კვლავ თსუ-ს გუნდი წარმოადგენს

საქართველოს ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესებზე კვლავ თსუ-ს გუნდი წარმოადგენს
6 მარტი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ვაშინგტონში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

თსუ-ს გუნდმა საერთაშორისო რაუნდებზე ასპარეზობის უფლება ეროვნულ შესარჩევ რაუნდებში გამარჯვების შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდთან  წარმატებით ასპარეზობის შედეგად მოიპოვა. თსუ-ს საერთაშორისო სამართლის სტუდენტების გუნდმა ასევე მოიპოვა საუკეთესო წერითი მემორიალის მქონე გუნდის ტიტული; გუნდის წევრი თამარ რუსეიშვილი კი შეჯიბრის საუკეთესო სპიკერად აღიარეს.

საერთაშორისო სამართლის ცნობილი მეცნიერის ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესების კონკურსში მონაწილე გუნდი შეირჩა და მომზადდა თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების თამარ რუსეიშვილის, კონსტანტინე კოპალიანისა და ანა მღებრიშვილის, გუნდის მწვრთნელი თსუ დოქტორანტურის სტუდენტი თამთა ზაალიშვილია.

ფილიპ ს.ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესები მსოფლიოში საერთაშორისო სამართლის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად მიიჩნევა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საერთაშორისო რაუნდებში 2019 წლის 1-6 აპრილს  ვაშინგტონში, აშშ, იასპარეზებს.
სხვა სტატიები »