ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში

„ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში
23 მაისი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, მათემატიკასა და ინფორმატიკაში თბილისის საერთაშორისო ცენტრი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებენ ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ,“ რომელიც გაიმართება 2013 წლის 1-12 ივლისს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები მე-6-დან მე-12 კლასის ჩათვლით. მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 მოსწავლეს, რომელიც დაიყოფა 4 ჯგუფად.
პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ ითვალისწინებს გააცნოს სკოლის მოსწავლეებს მათემატიკის გამოყენებითი ასპექტები, მოაწყოს შეხვედრები ცნობილ მეცნიერებთან, ჩართოს დაინტერესებული მოსწავლეები სამეცნიერო მუშაობაში შესაძლებლობის ფარგლებში. ზემოაღნიშნულის განხორციელება ნავარაუდევია არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მოსწავლეებისათვისაც, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის ადრეული ასაკიდან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას.
პროგრამა შედგება 5 ნაწილისაგან: 1) მოუსმინე, 2) გაიმეორე, 3) შეისვენე, 4) ცოდნა გაუზიარე,  5) ითამაშე.
გარდა ამისა, მოეწყობა ექსკურსიები სახელმწიფოს მუზეუმებში; ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში, ნავარაუდევია თბილისის, ჭიათურის, ქუთაისისა და ახალციხის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება.
ზაფხულის პროგრამა ითვალისწინებს წინასწარ შეთანხმებულ ოჯახებში ართვინიდან მოსწავლეთა მიღება-მასპინძლობას თბილისში 1-დან 5 ივლისამდე, ჭიათურაში 6-7 ივლისს.

სხვა სტატიები »