ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ დესპანი - 2013

თსუ დესპანი - 2013
23 მაისი, 2013
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების  ინიციატივა, მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის შუამავლის როლი ეთამაშათ, გასულ წელს გაჩნდა. თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის შეფასებით, “თსუ-დესპანი” ყველაზე წარმატებული პროექტია, რაც კი სტუდენტებისგან წამოსულა და მათი მონაწილოებით განხორციელებულა. ეს სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტის “ელჩები” არიან, რომლებიც თავის მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებენ.”
თუ პროექტის დასაწყისში  “თსუ-დესპანის” სტატუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცმა სტუდენტმა მიიღო, 2013 წლის გაზაფხულზე ამ პროექტში ჩართვა და სხვადასხვა სკოლებში თსუ წარმომადგენლად სიარული უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტის 650-მა სტუდენტმა გადაწყვიტა.   
როგორც თსუ რექტორის მრჩველი, “საბავშვო უნივერსიტეტისა” და “თსუ-დესპანის” კოორდინატორი მარინა ლომოური მიიჩნევს, “ამგვარი სტატისტიკა  იმის საუკეთესო დასტურია, რომ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და  სტუდენტებმა მის მნიშვნელობა კარგად გააცნობიერეს”.
შეგახსენებთ, ამ ”ელჩების” მოვალეობაში, სხვადასხვა სკოლებში, სკოლის მოსწავლეებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამ უმაღლეს სასწავლებელში მათთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის შეტანა შედის. ძირითადი მასალა, პრეზენტაციის სახით, პროექტის ორგანიზატორთა მიერ ყველას ერთნაირი დაურიგდა, თუმცა “დესპანები” ინტერპრეტაციებისა და ინიციატივების მხრივ შეზღუდული ნამდვილად არ ყოფილან. ზოგიერთმა უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისთვის კონკურსის ან სულაც თამაშის ფორმით შესძლო, რომელიც საინტერესო არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მათი მასწავლებლებისთვისაც კი აღმოჩნდა.
“დესპანების” 2013 წლის ნაკადში, იმ სტუდენტების დიდი ნაწილი დარჩა, ვინც ეს მისია ჯერ კიდევ გასულ წელს იტვირთა. მართალია ინიციატივა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან წამოვიდა, მაგრამ პროექტში ყველა ფაკულტეტის სტუდენტია ჩართული. მათაგან უმეტესობა მეორე-მესამე კურსზე სწავლობს, უნივერსიტეტის შესახებ უკვე გარკვეული ინფორმაცია და ჩამოყალიბებული შეხედულებებიც აქვთ. თუმცა, არანაკლებ აქტიურობენ პირველკურსელებიც, რომლებსაც თავის სკოლებთან კავშირი ჯერაც არ გაუწყვეტიათ და სხვა გარემოებების გარდა, ყოფილ აბიტურიენტებს თავის ძველ მასწავლებელებთან უკვე სტუდენტის სტატუსით დაბრუნებაც ეამაყებათ.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი მარიამ შარია უკვე მეორე წელია რაც ამ პროექტშია. “თსუ დესპანის” რანგში პირველ წელს თბილისის სამ სკოლაში იყო, მეორე წელს უკვე ახალციხე-ადიგენის სკოლებში გახლდათ. როგორც თავად ამბობს, ბავშვების ინტერესი მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიმართ ყველაზე მეტად  სწორედ ამ რაიონში იგრძნო. Pთავად პროექტი, მისი შეფასებით, საინტერესო იმით არის, რომ მომავალ აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო დეტალების დაზუსტება არაოფიციალურად, გარკვეულწილად პირადი გამოცდილების მქონე  სტუდენტისგან შეუძლიათ.
იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტ თემურ ცინდელიანისთვის თავისი წარმოშობის გამო საინტერესო სვანეთის სკოლები აღმოჩნდა. თავისი დესპანობის ხანმოკლე პერიოდში მესტიის შვიდ სკოლაში შეძლო მისვლა, მათ შორის ისეთში, სულ რამდენიმე მოსწავლე რომ სწავლობს. ინტერესების მიხედვით ბავშვებს ბევრ რამეზე ესაუბრა. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ შეფასების სისტემაზეც. Gგარდა იმისა, რომ მათში მომავალი დესპანების პოტენციალიც დაინახა, თავის მხრივ, მაღალმთიანი რეგიონებისთვის გათვალისწინებული სხვადასხვა პროექტების შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიების და მესტიელებისთვის მიწოდების სურვილიც გაუჩნდა.
14 მაისს `თსუ-დესპანები~ საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. პროექტი გრძელდება, თავისი მოვალეობის შესრულებას “თსუ დესპანები” ოქტომბრიდან გააგრძელებენ.

სხვა სტატიები »