ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პირველი ნაბიჯები დიდი მეცნიერებისკენ

21 აპრილი, 2013
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საკუთარი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენის ახალ შანსს აძლევს.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, მიმდინარე სემესტრიდან იწყება სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის “თსუ სტუდენტური მეცნიერების” გამოცემა.
ჟურნალის რედაქტორის, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულ-ტეტის საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტის მარი ოთიაშვილის თქმით, ჟურნალის შექმნის იდეა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორ გიორგი გაფრინდაშვილს და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს სოფო ჩიტაძეს ეკუთვნით. დაფინანსებაც სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამოყო.
ჟურნალის საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრები თსუ ყველა ფაკულტეტის დეკანატთან გამართა, რათა სტუდენტური ჟურნალის მაღალი სამეცნიერო ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შექმნილიყო და, ასევე, სტუდენტს ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია  აკადემიურ აქტივობად ჩათვლოდა.       
ჟურნალი „თსუ სტუდენტური მეცნიერება“, რედაქტორის თქმით, პირველ ეტაპზე წელი-წადში ორჯერ გამოიცემა. ჟურნალს მთლიანად სტუდენტებისგან დაკომპლექტებული შემოქმედებითი ჯგუფი გააკეთებს და იგი თსუ სტამბაში დაიბეჭდება. სტუდენტური ნაშრომების ობიექ-ტური შერჩევისთვის მათ დახმარებას ფაკულტეტების სამეცნიერო და სარედაქციო საბჭოები გაუწევენ. დაგეგმილია, რომ პირველივე ნომერში ყველა ფაკულტეტიდან მინიმუმ 4 სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნება მოხერხდეს.  პირველი ნომრის ნაშრომების მიღება უკვე დაწყებულია. შესა-ბამისი განცხადებები გამოჩნდა თსუ ვებ-გვერდზე, თსუ განცხადებების დაფებსა და სოციალურ ქსელებში. `ფეისბუკში~ სპეციალური გვერდიც შეიქმნა „თსუ სტუდენტური მეცნი-ერება“, სადაც დაინტერესებულ სტუ-დენტებს სტატიის გამოქვეყნების პირობების და სიახლეების ნახვაც შეუძლიათ.
იმისათვის, რომ სტატიის გამო-ქვეყნების მსურველ სტუდენტებს სტანდარტების დაცვა გაუადვილდეთ, ჟურნალის შემოქმედებითი ჯგუფის ინიციატივით, სტუდენტებს სამი კვი-რის განმავლობაში ჩაუტარდებათ სემინარები სამეცნიერო სტატიების წერის შესახებ. სემინარებს თსუ პროფესორები ჩაატარებენ. სტატი-ების მიღების ბოლო ვადა 12 მაისია. პირველი ნომრის გამოსვლა კი 2013 წლის ივნისის ბოლოსთვის არის ნავარაუდევი.

სხვა სტატიები »