ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კონრად ადენაუერის ფონდმა ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ათი სტიპენდიატი გამოავლინა

კონრად ადენაუერის ფონდმა ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ათი სტიპენდიატი გამოავლინა
24 სექტემბერი, 2020
კონრად ადენაუერის ფონდმა 10 სტიპენდიატი გამოავლინა, რომლის ფარგლებშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნოების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის (Masters in European Studies) ხუთ ქართველ და ხუთ უცხოელ სტუდენტს აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონიდან ორი სემესტრის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება როგორც სწავლის სემესტრული საფასური, ასევე, გადაეცემათ საცხოვრებელი ხარჯები. 

მომდევნო, მე-3 და მე-4 სემესტრებში სტიპენდიების გაგრძელება დამოკიდებული იქნება სტუდენტთა მოსწრებაზე.

ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2020 წელს ჩარიცხული სტუდენტებიდან კონრად ადენაუერის ფონდმა სტიპენდიატები კონკურსის საფუძველზე შეარჩია. შესარჩევ კომისიაში მონაწილეობდნენ ფონდის წარმოადგენლები ირინა ლაშხი და ჯონათან ნოვაკი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორ ნინო ლაპიაშვილთან ერთად.  

გამარჯვებული სტუდენტები არიან: ილია ნოზაძე (საქართველო); მეგი ჯალაღონია (საქართველო); ეკატერინე ზარიძე (საქართველო); ქრისტინე მაჭარაძე (საქართველო); დავით ხიმშიაშვილი (საქართველო); ელიზავეტა კოჩეკოვა (უკრაინა); გრიგორი გუზუნი (მოლდოვა); ელდარ ჰამზალი (აზერბაიჯანი); რიტა ქეშინიანი (სომხეთი); ლილიტ ხაჩატრიანი (სომხეთი).

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2007 წელს დაარსდა და ახორციელებს ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ევროპისმცოდნეობაში, ასევე, რეგიონალურ ინტერდისციპლინურ პროგრამას ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში. წელს ინსტიტუტი გახდა ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის გამარჯვებული. 
სხვა სტატიები »