ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“

27 აგვისტო, 2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტმა „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (Strengthening the QUAlity and RElevance of the 3 rd mission in Georgian Universities (SQUARE) ERASMUS+ ინსტიტუციური თანამშრომლობის - CBHE 2020 პროექტების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა . პროექტის  განხორციელებას თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური   2021 წლის იანვრიდან დაიწყებს. 
აღნიშნული პროეტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს  უნივერსიტეტების როლის ზრდას საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. 
 პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშევებენ მესამე მისიის სტრატეგიას. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი განაახლებენ ხარისხის უზრუნვეყოფის სისტემას და მოახდენენ მესამე მისიის აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში.
უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერების შესახებ პროექტი  გაზრდის საუნივერსიტეტო საზოგადოების შესაძლებლობას სწორად დაგეგმოს მესამე მისიის აქტივობები და მოახდინოს მათი შედეგების შეფასება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში მოხდება სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება.  

სხვა სტატიები »