ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„გლობალურ ჯანმრთელობაში აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (BACE)“

27 აგვისტო, 2020
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი  2021 წლის იანვრიდან ERASMUS+ ინსტიტუციური თანამშრომლობის - CBHE 2020 პროექტების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვებულ პროექტს -   „გლობალურ ჯანმრთელობაში აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (BACE)“ განახორციელებს. 
პროექტი მიზნად ისახავს გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით როგორც ტექნიკური, ისე აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. უშუალოდ, თსუ-ში შემუშავდება 6 თემატური კურსი გლობალური ჯანმრთელობაში და 3 სასწავლო კურსი გლობალური ჯანმრთელობის ვლევის მეთოდებში.
ახალი სასწავლო კურსები იმპლემენტირებული და შეთავაზებული იქნება, როგორც პოსტდიპლომური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფილის (სამაგისტრო და სადოქტორო) პროგრამების სტუდენტებისათვის სავალდებულო და არჩევითი კურსების სახით, ისე ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამების სტუდენტებისათვის არჩევითი კურსების სახით. 
თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი გაივლის სპეციალურ ტრენინგს სწავლების მეთოდებში, ამავე დროს ჰაიდელბერგის და ტრომსოს უნივერსიტეტის პერსონალთან ერთად ისინი ერთობლივად იმუშავებენ ახალი სასწავლო კურსების შემუშავებაზე. 
თსუ მონაწილეობას მიიღებს რეგიონული გლობალური ჯანრთელობის ალიანსის ჩამოყალიბებაში დამფუძნებელი წევრის სახით და შემდგომ ალიანსის მიერ განხორციელებულ აქტივობებში, კერძოდ თსუ-ს წევრების მონაწილეობით 3 წლის განმავლობაში ჩატარდება 5 დღიანი ინტენსიური კურსი და სხვადასხვა კონფერენციები და ვორკშოპები პროფესიონალებისა და სტუდენტებისათვის. პროექტის განმახორციელებელი ძირითადი ერთეულია მედიცინის ფაკულტეტი.

სხვა სტატიები »