ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

CISI პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის შეხვედრა თსუ-ში

CISI პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის შეხვედრა თსუ-ში
31 ივლისი, 2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით განხორციელებული პროექტის ,,ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) ფარგლებში გაიმართა ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის შეხვედრა.
შეხვედრის მიზანია პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში მოქმედი მასწავლებლის მოსამზადებელი 300 კრედიტიანი პროგრამის განხილვა და მათში პროექტის ფარგლებში განვითარებული ახალი კურსების ინტეგრირებასთან დაკავშირებული საკითხებისა და გამოწვევების გაანალიზება. ასევე, პროექტის პარტნიორები იმსჯელებენ სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი სასერტიფიკატო და მოკლევადიანი სატრენინგო პროგრამების შინაარსთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრაში  მონაწილეობს  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ქალბატონი  ეკატერინე დგებუაძე. ასევე, ჩართულნი არიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
სხვა სტატიები »