ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

სასწავლო კურსები მათთვის, ვისაც სკოლამდელ ბავშვებთან მუშაობა სურს

სასწავლო კურსები მათთვის, ვისაც სკოლამდელ ბავშვებთან მუშაობა სურს
6 თებერვალი, 2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ტრენინგებს  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წევრებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სკოლამდელ ბავშვებთან მუშაობა სურს და აინტერესებს.  ტრენინგებზე დამსწრეები პირველადი დახმარების საფუძვლებს შეისწავლიან, ცალკე გაიმართება სასწავლო კურსი მათთვის, ვინც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრირებასა და ხელმძღვანელობას გეგმავს. 
ტრენინგის ,,პირველი გადაუდებელი დახმარება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში“ მიზანია პირველი  დახმარების გაწევის ჩვენებების, წესებისა და მეთოდების, შეზღუდული უნარების მქონე პირთა პირველი დახმარების მეთოდების შესწავლა, რაც  მსმენელებს დაეხმარებათ  ეფექტურად ჩაატარონ საჭირო მანიპულაციები დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მსმენელთა მინიმალური ასაკი შეადგენდეს 18 წელს და მიღებული ჰქონდეთ  ექთნის  ან სკოლამდელი აღზრდის პედაგოგის კვალიფიკაცია. კურსი ქ.თბილისის მერიის ბაგა-ბაღების სამმართველოს მხარდაჭერით იმართება.
კურსის  ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება“ მიზანია მსმენელებმა გაიღრმავონ ცოდნა  და შეიძინონ უნარები დაწესებულების მართვისა და ადმინისტრირების წარმატებით განხორციელებისთვის.  
კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში  დასაქმების მსურველთათვის. 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სერტიფიკატი.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება
 


სხვა სტატიები »