ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

Lingwing თსუ სტუდენტებისთვის

Lingwing თსუ სტუდენტებისთვის
28 ოქტომბერი, 2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უკვე აქვთ საშუალება ქართულ პორტალ „ლინგვინგზე“ შეღავათიან ფასად შეისწავლონ უცხო ენები. თსუ-დან ონლაინ პლატფორმაზე 1500-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა, მათგან 200-მდე სტუდენტმა სპეციალური შეთავაზება გამოიყენა და გაიაქტიურა Lინგწინგ-ის პრემიუმ პაკეტი. 
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ თსუ სტუდენტებთან ერთად, უკვე თსუ-ს ყველა თანამშრომელს შეუძლია სპეციალური პირობებით Lingwing-ზე პრემიუმ პაკეტის შეძენა. სტუდენტები და თსუ-ს თანამშრომლები ფასდაკლებას ავტომატურად მიიღებენ Lingwing-ზე თუ თსუ-ს მეილით დარეგისტრირდებიან @tsu.edu.ge-ზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია, რომელმაც „ლინგვინგთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
„მას შემდეგ სხვა უნივერსიტეტებმაც გამოხატეს თანამშრომლობის სურვილი. ამაში დიდი როლი მიღწეულმა შედეგებმა ითამაშა”, - გვეუბნება პლატფორმის დირექტორი, ვატო ველიაშვილი.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ქვეყანაში განათლების სფეროში ინოვაციური პროექტების განვითარებას შეუწყობენ ხელს, ასევე საჯარო ლექციების, ტრენინგების, მასტერკლასების, სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზებაში მზადყოფნას გამოხატავენ. “ლინგვინგი“ ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვას სხვადასხვა ღონისძიებაში, ევროპული ენების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში აკრედიტებული უცხოური ორგანიზაციების და დონორების ჩართულობას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტური სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობას. 
Lingwing.com ინტერაქტიული ონლაინ პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია მცირე დროში უცხო ენების შესწავლა სახალისო დავალებების მეშვეობით. ვატო ველიაშვილი მიღწეული წარმატებებისა და ორი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გვიყვება. 
“ძალიან ახლო წარსულში სტუდენტებს, რომ ვუყვებოდეთ ჩვენი პროდუქტის შესახებ, ისინი გაკვირვებულები გვეკითხებოდნენ, როგორ უნდა ესწავლათ ენა ონლაინ. ახლა როცა უკვე კარგად გაიგეს პროდუქტის შესახებ, დარწმუნდნენ, რომ Lingwing-ზე ენის სწავლას უმარტივესად და საკმაოდ მოკლე დროში ახერხებენ, თანაც საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ, საიტზე 6 ენის შესწავლაა შესაძლებელი.
უკვე 1500-ზე მეტი სტუდენტია თსუ-დან დარეგისტრირებული, 200-მდე სტუდენტმა გამოიყენა სპეციალური შეთავაზება და გაიაქტიურა Lingwing-ის პრემიუმ პაკეტი. მათი შედეგები მართლა საოცარია, თითო სტუდენტი საშუალოდ 2 ენას მაინც სწავლობს და კურსებს ერთ თვეზე მცირე პერიოდშიც ასრულებენ. გვიხარია, რომ სტუდენტებმა ირწმუნეს ონლაინ სწავლების და იმედი გვაქვს თავს მხოლოდ უცხო ენების სწავლით აღარ იზღუდავენ და სხვა მიმართულებებითაც ეძებენ ონლაინ კურსებს.
თავიდან სტუდენტები ფასდაკლებას ლინკზე გადასვლით იღებდნენ, ახალი სასწავლო წლიდან ეს პროცედურა კიდევ უფრო გავამარტივეთ. ასევე გავაფართოვეთ ჩვენი შეთავაზების აუდიტორია და სტუდენტების გარდა უკვე თსუ-ს ყველა თანამშრომელს შეუძლია სპეციალური პირობებით Lingwing-ზე პრემიუმ პაკეტის შეძენა. ამიერიდან, სტუდენტებით და თსუ-ს თანამშრომლებიც ფასდაკლებას ავტომატურად მიიღებენ Lინგწინგ-ზე თუ თსუ-ს მეილით დარეგისტრირდებიან @tsu.edu.ge-ზე. რამდენიმე თვეში უკვე ინგლისურის B1 დონეც დაემატება პლატფორმაზე, რომელსაც უამრავი სტუდენტი ელოდება”, - ამბობს ვატო ველიაშვილი.

სხვა სტატიები »