ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია

კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია
28 ოქტომბერი, 2019
3500-მდე წიგნითა და ალბომით გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. თსუ ემერიტუსი პროფესორის კლაუს ჰიპისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის ლადო ჭანტურიას ხელშეწყობით, თსუ ბიბლიოთეკას  გერმანელი არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნის, ტუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა გადმოეცა. 
ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, 2017 წელს თსუ ბიბლიოთეკას გადმოეცა.თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით,  ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 3500-მდე საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში კეთილმოეწყო სივრცე, სადაც განთავსდა კლაუს შვაგერის პირადი კოლექცია. თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკას ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნადი ფონდი აქვს, იგი 4 მილიონამდე წიგნს მოიცავს.
სხვა სტატიები »