ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტები საბერძნეთის საზაფხულო პროგრამებში

 თსუ სტუდენტები საბერძნეთის საზაფხულო პროგრამებში
6 სექტემბერი, 2019
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ბერძნული ფილოლოგიის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზაფხულო სასწავლო პროგრამებში. სასწავლო პროგრამები სრულად იქნა დაფინანსებული ბერძნული მხარის მიერ, რიგ შემთხვევებში გაიცა სასწავლო სტიპენდია. 
ბაკალავრიატის სტუდენტები ანა ბერიშვილი და ანა გოგოლაძე თვენახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში. მაგისტრანტი ლანა რამიშვილი მიწვეული იყო  კვირპოსის უნივერსიტეტში, სადაც მან გაიღრმავა ცოდნა ახალ ბერძნულ ენაში. ხოლო, კუნძულ კალიმნოსზე ერთთვიან საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტებმა თეონა ხვიჩიამ და გვანცა ბარამიძემ, რომლებმაც მოიპოვეს Erasmus+-ის სტიპენდია და ექვსთვიანი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან კვიპროსის რესპუბლიკაში. 

სხვა სტატიები »