ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ბაზაზე მომზადებულმა მოსწავლეებმა ისრაელში ფიზიკის ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს

თსუ ბაზაზე მომზადებულმა მოსწავლეებმა ისრაელში ფიზიკის ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს
17 ივლისი, 2019
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე მომზადებულმა მოსწავლეებმა ისრაელში გამართულ ფიზიკის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე - IPhO 2019 ოთხი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს.
მოსწავლეების გუნდს (სანდრო მერაბიშვილი, ლაშა კოროშინაძე, გიორგი გოგაბერიშვილი, ჯონი თოიძე, გიორგი ძაძამია) თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი რამაზ ხომერიკი, ამავე ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების დოქტორანტი გრიგოლ ფერაძე და თსუ სტუდენტი არსენ ეგრისელაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში 81 ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ხელმძღვანელობით მოსწავლეები მათემატიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებშიც მონაწილეობენ.
სხვა სტატიები »