ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სანდიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების გამოშვება

სანდიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების გამოშვება
26 ივნისი, 2019
საქართველოში მოქმედი აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები 56-მა სტუდენტმა დაამთავრა, აქედან უმეტესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
საქართველოში აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიაზე სტუდენტებს სხვადასხვა დარგში საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქართულ-ამერიკული საბაკალავრო დიპლომები გადაეცათ: კომპიუტერული ინჟინერია; ელექტრული ინჟინერია; ქიმია/ბიოქიმია;
აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო პროგრამებზე საქართველოს სამ უნივერისტეტში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) 550 სტუდენტი სწავლობს, აქედან 470 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

სხვა სტატიები »