ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ახალგაზრდა არქეოლოგთა მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია

ახალგაზრდა არქეოლოგთა მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია
28 ივნისი, 2019
3 ივნისიდან ვარძიის სამონასტრო კომპლექსი უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობდა ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერეციას, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია არქეოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს პიტ რივერსს ეძღვნებოდა და მასში ევროპის 15 უნივერსიტეტი მონაწილეობს, მათ შორის - ავსტრიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ინგლისიდან.
კონფერენციაზე მონაწილეებმა ინდივიდუალური, უახლესი სამეცნიერო კვლევები წარმოადგინეს ნეოლითიდან მოყოლებული გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით. ასევე, განიხილეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური კვლევის საკითხები.
ვარძიის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.

სხვა სტატიები »