ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

იტალიელი სტუდენტები თსუ მედიცინის ფაკულტეტიდან

იტალიელი სტუდენტები თსუ მედიცინის ფაკულტეტიდან
29 მაისი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე „ერაზმუს+“ პროგრამის ფარგლებში ამ დროისათვის გაცვლითი პროგრამით ორი იტალიელი სტუდენტი სწავლობს. 

ალეგრა დალეილო 21 წლისაა და სალერნოში მესამე წელია რაც მედიცინას ეუფლება. თსუ-ში უკვე მეორე სემესტრია სწავლობს. ამ სემესტრის დასრულების შემდეგ სასწავლებლად ისევ იტალიაში გაბრუნებას გეგმავს. 

როგორც ამბობს, გადაწყვიტა იტალია დაეტოვებინა, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და სასწავლებლად უცხო ქვეყანაში ჩამოსულიყო. საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობით სწრაფად დაინტერესდა, რადგან ამ ქვეყნის შესახებ მანამდე არაფერი გაეგო, მაშინ როდესაც ესპანური, ფრანგული, ინგლისური და ბერძნული კულტურა მისთვის ძალზე ნაცნობი იყო. 

„თბილისში ვესწრები ლექციებს დერმატოლოგიის, ალერგოლოგიის, ალერგოლოგია-კლინიკური იმუნოლოგიის, ჰისტოლოგიის კლინიკური ნაწილისა და ანატომიის შესახებ. ეს ლექციები იტალიურ კურსებს შეესაბამება“, – განმარტავს იგი. საქართველოში მარტის დასაწყისში ჩამოვიდა. აქ ჩამოსვლამდე თავისი გადაწყვეტილების გამო ცოტას დარდობდა, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერია. 
„გამოცდები საქართველოში იტალურთან შედარებით განსხვავებულად არის ორგანიზებული. იქ გამოცდები ძალიან მასშტაბურად ტარდება და ერთი გამოცდისათვის ოთხი თვის, ამ მეტი ხნის განმავლობაში ვემზადებით, თუმცა, მათი სიხშირე უფრო ნაკლებია იმაზე, რაც საქართველოშია. საბოლოო ჯამში ერთი და იგივე პროგრამით ვსწავლობთ. იტალიაში ჩვენი ჯგუფებიც უზარმაზარია. 150-ზე მეტი სტუდენტი ჯგუფში და მხოლოდ ერთი ლექტორი გვყავს. ამდენად გამოცდებამდე მან ჩვენი სახელიც იცის და არც დიდი ურთიერთობა გვაქვს. აქ, საქართველოში ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო რამდენიმე კურსელის ყოლა, და ასევე ლექტორებთან პირადი ნაცნობობა. ვფიქრობ, იტალიაში უფრო დამოუკიდებლები ვართ. აქ კი სტრესის გარეშე შეგიძლია ისწავლო, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოგწონს. ყველა ძალზე მეგობრულია და ვფიქრობ ქართველების ქცევა ჩვენსას მიაგავს, განსაკუთრებით იმით, რომ სტუმრების მიღება ერთნაირად გვიყვარს. ახლა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოდან და იმედი მაქვს ისინი მალე ჩამოვლენ იტალიაში. თუმცა, ჩემი უდიდესი სიყვარული ჩემი კურსელები არიან: ერაყიდან, ირანიდან. ყველა სხვაზე კულტურაზე მეტად მათი კულტურა მიყვარს. იმედი მაქვს თავის ქვეყნებში მალე დაბრუნდებიან, აქ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ლექტორების წყალობით და ყველაფერი ნათელი, გასაგებია. 

ჩემი ყოველდღიური ზეპირი ტესტები დავალების შესამოწმებლად ინგლისურის დონის ამაღლებაშიც დამეხმარა. ვფიქრობ, შესაძლებელია კლინიკური პრაქტიკის კუთხით პროგრამისათვის უფრო მეტად დროის დათმობა. თუმცა, ამავე დროს ვიცი, რომ ეს მარტივი არაა და იტალიაშიც პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ყოფნისას არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე, აუცილებლად და ხშირად დავბრუნდები“, – ამბობს ალეგრა.

24 წლის ვიტორიო ფალკონემ საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ახალი ადგილების აღმოჩენა უყვარს. საქართველო სხვა ქვეყნებს შორის იმიტომ აირჩია, რომ მისი აზრით ეს ქვეყანა მუდმივად უმჯობესდება თანამედროვეობისა და ტექნოლოგიების კუთხით. 

„მარტის დასაწყისში ჩამოვედი და ივლისის დასაწყიში მივდივარ. მართლა მომწონს თსუ ძირითადად ობიექტურობის და მედიცინისადმი პრაქტიკული მიდგომის გამო. უფრო მეტიც, პროფესორები ძალიან კომპეტენტურები არიან თავის საერათაშორისო გამოცდილების გამო. საქართველოში მანამდე არასდროს ვყოფილვარ. ვსწავლობდი ინგლისში, ირლანდიაში, სადაც ქართველ სტუდენტებს შევხვდი, რომელებიც შემდეგ ჩემი მეგობრები გახდნენ.

აქ ჩამოსვლამდე თსუ-ს შესახებ არაფერი მსმენოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი აქაური გამოცდილება ჩემი მომავალი კარიერისთვის მრავალ შესაძლებლობას გამიჩენს იტალიაში, როგორც ექიმს. ამას გარდა, ეს გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აქ ვარ, არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჩემს კურიკულუმს სამომავლოდ, არამედ უკვე მომცა საშუალება შემეძინა ახალი მეგობრები როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან“, – ამბობს ვიტორიო.

იტალიელი სტუდენტების გარდა, დღეისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან პროგრამებზე სულ 290 სტუდენტი სწავლობს ირანიდან, ერაყიდან და ინდოეთიდან.

სხვა სტატიები »