ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

ყველაზე მეტი სახელმწიფო გრანტი თსუ მაგისტრანტებმა მოიპოვეს

ყველაზე მეტი სახელმწიფო გრანტი თსუ მაგისტრანტებმა მოიპოვეს
24 ნოემბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უპირობო ლიდერია დაფინანსებულ მაგისტრანტთა რაოდენობით.  ბოლო 4 წლის მანძილზე დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობის დინამიკა იზრდება. წელსაც, 2017-2018 სასწავლო წლისათვის ყველაზე მეტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიპოვეს.

895 მაგისტრანტიდან, რომელთაც სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს, 328 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს, 14-ათასამდე აპლიკანტმა გამოთქვა ერთიან სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის სურვილი, 12-ათასმა მიიღო მონაწილეობა, 2-ათასმა აპლიკანტმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სხვა სტატიები »