ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სამთვიანი სასწავლო სტიპენდია ზაარლანდის უნივერსიტეტში

სამთვიანი სასწავლო სტიპენდია ზაარლანდის უნივერსიტეტში
6 დეკემბერი, 2016
თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტში სამთვიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV, V, VI სემესტრისა და მაგისტრატურის I სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც მინიმუმ B2 დონეზე ფლობენ გერმანულ ენას.

სტიპენდიის ხანგრძლივობა: სამი თვე
სტიპენდიის მოცულობა: 650 ევრო (თვიურად)
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (მინ. სამი თვე)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 16 დეკემბრის, 23:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:dfronline_de@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც PDF-ის ფორმატში უნდა გადმოიგზავნოს ზემოთ მოცემული ელ-ფოსტის საშუალებით:
  • CV - გერმანულ ენაზე;
  • მოტივაციის წერილი - გერმანულ ენაზე;
  • გერმანული ენის ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • რეკომენდაციის წერილი - ქართულ და გერმანულ ენაზე (რეკომენდატორის ხელმოწერით და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
  • ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან (GPA-ის მითითებით) - ქართულ ენაზე;
  • ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის დეკანატიდან - ქართულ ენაზე;
  • დიპლომის და დიპლომის დანართის ასლი (ეხებათ მაგისტრატურის სტუდენტებს);
  • პასპორტის ასლი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ირინა გამყრელიძეს: თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი (თსუ-ის მეორე კორპუსი, მეორე სათული, ოთახი 204), ელ-ფოსტა: irina.gamkrelidze@tsu.ge, ტელ/ფაქსი: +99532.2250212

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!!!

შენიშვნა:
  • დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
  • კონკურსზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები, რომელთაც 2016 სასწავლო წლისათვის მოპოვებული ჰქონდათ ზაარლანდის უნივერსიტეტის იდენტური სტიპენდიები!

სხვა სტატიები »