ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური კონკურსი „პლანეტა რიდმორი“ დასრულდა

სტუდენტური კონკურსი „პლანეტა რიდმორი“ დასრულდა
23 ივნისი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის "პლანეტა რიდმორი" დასრულდა. პროექტის გამარჯვებული გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს  1000 ლარს მიიღებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალური პრიზებით პროექტის ათივე ფინალისტი დაჯილდოვდა.
ფინალისტების ათეულში არიან სტუდენტები: გიორგი ბუხრიკიძე; ბექა გოგინავა; ნათია გოგიჩაიშვილი; მედეა ფანცულაია; ლალი ღავთაძე; ლევან ღავთაძე; ქეთევან ჩიჩუა; ანა ჩხარჩხალია; ხატია ძამუკაშვილი; ნათია ხვიჩია.
შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის მაისში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში ტარდებოდა. კონკურსანტები რამდენიმე დღის ინტერვალით პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. საერთო რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდა. შერჩეულ ლიტერატურას შორის იყო: შერჩეული წიგნების სია:
ყვავილები ელჯერნონისთვის; ორი თავგადასავალი; ტანმოხატული კაცი; კარი ზაფხულში; წყვდიადის მარცხენა ხელი; ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე; ენდერის თამაში; გონების მიღმა; ილაპარაკე; მარსელი.
პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომელიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა, კონკურსის ფარგლებში ჩატარდა 5 ონლაინ ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც პრიზებს და დამატებით 2 ქულას იღებდნენ. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.
სიახლეები

სხვა სტატიები »