ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტთა დასაქმების ფორუმი

სტუდენტთა დასაქმების ფორუმი
23 ივნისი, 2016
01-04 ივლისს კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საქართველოს ტექნოლოგიურ პარკთან ერთად სტუდენტთა დასაქმების ფორუმს გამართავს. პროექტის მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების მქონე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტებისა და მაგისტრანტების შერჩევა. ფორუმზე მოსულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კომპანიას და სურვილის შემთხვევაში კრეათონზე დარეგისტრირდნენ. კრეათონზე დარეგისტრირების შემდეგ მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად. მენტორები თავიანთი ჯგუფის წევრებს დაუსახავენ კონკრეტულ ამოცანებს. ღონისძიიების ბოლოს კი ჟიური საუკეთესო პროექტს გამოავლენს და სტუდენტები ნომინაციების მიხედვით დაჯილდოვდებიან.

დასაქმების ფორუმის და კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ სამთვიანი სტაჟირების პროგრამას გაივლიან მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

ღონისძიებების დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხ. დანართში.

სხვა სტატიები »