ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ერასმუს+ პროგრამის სადოქტორო გაცვლითი სტიპენდიები კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი)

ერასმუს+ პროგრამის სადოქტორო გაცვლითი სტიპენდიები კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი)
10 ივნისი, 2016
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აგრძელებს განაცხადების მიღებას ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი) https://www.udc.es/index.html?language=en

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.

შემოთავაზებული მიმართულებები:
ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი:

იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 15 ივნისის 16.00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
  • დოქტორანტურის ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • მოტივაციის წერილი (ესპანურ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
  • საკვლევი გეგმის მონახაზი (ესპანურ/ინგლისურ ენაზე);
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი);
  • მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი;
  • წინასწარი მიღების წერილი (მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია).
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
3-5 თვე.

სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.


შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!

სხვა სტატიები »