ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების 2016 წლის კონკურსს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების 2016 წლის კონკურსს
8 ივნისი, 2016
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც უნდა იყოს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში და რომელიც მოამზადებს და განახორციელებს პროექტს.
პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2 წელი.
ერთი საგრანტო პროექტისთვის წელიწადში ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ორ წელიწადში - 60 000 ლარს.

დაწვრილებითი ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.
სხვა სტატიები »