ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიები კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი)

ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიები კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი)
18 მაისი, 2016
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს დამატებით კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის სამაგისტრო, სადოქტორო და აკადემიური პერსონალის სტიპენდიების მოსაპოვებლად კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი და მეორე; დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს.

შემოთავაზებული მიმართულებები:
ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი:
იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 6 ივნისის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ესპანურ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • შევსებული და დამოწმებული სასწავლო ხელშეკრულება (ინგლისურ ენაზე, მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის) დანართი 1
  • საკვლევი გეგმის მონახაზი (ესპანურ/ინგლისურ ენაზე, მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი)
  • ბაკალავრის დიპლომი (მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
  • მაგისტრის დიპლომი (დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
  • წინასწარი მიღების წერილი (მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია. დოკუმენტი სავალდებულოა, მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის).
პერსონალი:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ/ესპანურ ენაზე)
  • წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
მაგისტრები: 5 თვე; დოქტორანტები: 3-5 თვე
პერსონალი:
5 დღე

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
პერსონალი:
დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
სხვა სტატიები »