ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მაგისტრანტები სტაჟირებაზე WFP-ს სათაო ოფისში

 თსუ მაგისტრანტები სტაჟირებაზე WFP-ს სათაო ოფისში
25 აპრილი, 2016
თსუ უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ორი მაგისტრანტი, თეონა რუსია (ინფორმაციული ტექნოლოგიები) და ირმა მახარაძე (ინფორმაციული სისტემები),   გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) 6 თვიანი ანაზღაურებული სტაჟირებისთვის შეარჩია. ისინი სტაჟირებას  რომში   გაივლიან. 

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის  ეს ინიციატივა გულისხმობს გაეროს სტრუქტურებში  საინფორმაციო ტექნოლოგიის მიმართულებით ქალთა ჩართულობის მხარდაჭერას და ამ პროფესიის ახალგაზრდა ქალი კანდიდატების დასაქმების ხელშეწყობას. კანდიდატებმა შერჩევის რამდენიმე ეტაპი გაიარეს, მათ შორის skype ინტერვიუები.  ირმაც და თეონაც თავის უშუალო კურატერებსაც ესაუბრნენ და უკვე იციან, რომ ამ ორგანიზაციის მონაცემთა ბაზების და ვებ- გვერდის მართვა-განახლებაზე მოუწევთ მუშაობა.  რადგან ორივე მათგანის შეფასებით ეს სტაჟირება კარიერული წინსვლის კარგი საშუალებაა, თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს. 

„მსოფლიო სასურსათო პროგრამა რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდა თსუ-ს კარიერული განვითარების ცენტრს. ბაზიდან ამოვიღეთ IT მიმართულების ყველა მაგისტრანტი გოგონას საკონტაქტო ინფორმაცია და თითოეულს პირადად დავუკავშირდდით.  ყოველთვიური ანაზღაურების გარდა, ორგანიზაცია სტაჟიორებს უფარავს ბილეთის საფასურს. წარმატებულმა სტაჟიორებმა შეიძლება ძალიან საინტერესო შემოთავაზებებიც მიიღონ გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციებში მსოფლიოს მასშტაბით. ასე რომ, ეს სტაჟირება ჩვენს სტუდენტებს არა მხოლოდ  პირადი და პროფესიული ზრდის საშუალებას აძლევს, არამედ გზას უხსნის საერთაშორისო შრომის ბაზრისკენაც“, - აღნიშნავს კარიერული ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ცხადაძე.

სხვა სტატიები »