თსუ სტუდენტებმა ომბუდსმენის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში გაიმარჯვეს
23 თებერვალი, 2015
სახალხო დამცველის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში თსუ სტუდენტებმა გაიმარჯვეს. კონკურსი თემაზე:
„იძულებით გადაადგილება - დევნილობა და განვითარება საქართველოში“ გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა და მის მიზანს იძულებით გადაადგილების თემით ახალგაზრდების დაინტერესება წარმოადგენდა. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, კონკურსმა სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. საკონკურსოდ შემოსული 40-ზე მეტი ნაშრომიდან, სპეციალურმა კომისიამ სამი შეარჩია.
კონკურსში გაიმარჯვეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა სალომე ბელქანიამ და თამარ მეჭურჭლიშვილმა და იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტმა ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა.
გამარჯვებული სტუდენტები 20 თებერვალს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დააჯილდოვა. მათ სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
კონკურსი გაეროს ლტოვილთა უმაღლესი კომისარიატისა და ევროპის საბჭოს ოფისების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.